“მოფიქრებული იქნა შესაძლო ვერსია და ამ საწყალ ადამიანებს, თითის დაკრულზე რასაც ბრალდების მხარე ეუბნება, ამას აკეთებენ. არ გამოვრიცხავთ, რომ თუ რაიმე დეტალი დასჭირდა გამოძიებას, ეს 3-4 მოწმე აუცილებლად დააზუსტებს ნებისმიერ დეტალს და მიუთითებს, როგორ დაინახეს ძალადობა ან წყალში გადაგდება. ეს იქნება არა რეალობა, არამედ ის აბსურდი, რომელიც გამოძიებას და ბატონ მირიან ნიკოლაძეს უნდა.”
ვასილ მამულაშვილი – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს ამირხანაშვილის ახალ ჩვენებასტან დაკავშირებიტ განუცხადა. დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი ამირხანაშვილის ჩვენებას პროკურატურის მოფიქრებულ ვერსიას უწოდებს
ვრცელდება გიორგი შაქარაშვილის საქმის “ოქროს მოწმის” გუკა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება ვრცელდება, რომელსაც პროკურატურას აქამდე არ გაუსაჯაროვებია. ოქროს მოწმე „ტოიოტა კამრიში“ გამართულ საუბარს დეტალურად იხსენებს.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი მაშველებმა 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 პირი პატიმრობაში იმყოფება. პირველ ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.