ახალი ამბები მთავარი სამართალი

დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი ამირხანაშვილის ჩვენებას პროკურატურის მოფიქრებულ ვერსიას უწოდებს

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი “ოქროს მოწმის”  ბოლო ჩვენებას ეხმიანება, სადაც გუკა ამირხანაშვილი „ტო­ი­ო­ტა კამ­რი­ში“ გამარ­თუ­ლ საუბარს დე­ტა­ლურად იხსენებს.

მამულაშვილი აღნიშნულ ჩვენებას აბსურს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს პროკრატურისა და მირიან ნიკოლაძის სასარგებლოდ მიცემული ჩვენებაა.

“მოფიქრებული იქნა შესაძლო ვერსია და ამ საწყალ ადამიანებს, თითის დაკრულზე რასაც ბრალდების მხარე ეუბნება, ამას აკეთებენ. არ გამოვრიცხავთ, რომ თუ რაიმე დეტალი დასჭირდა გამოძიებას, ეს 3-4 მოწმე აუცილებლად დააზუსტებს ნებისმიერ დეტალს და მიუთითებს, როგორ დაინახეს ძალადობა ან წყალში გადაგდება. ეს იქნება არა რეალობა, არამედ ის აბსურდი, რომელიც გამოძიებას და ბატონ მირიან ნიკოლაძეს უნდა.

ჩვენ საბავშვო ბაღში არ ვართ, ჩვენებიდან გამომდინარე უნდა დგებოდეს ბრალდება და არა ბრალდებიდან გამომდინარე ჩვენებები,”- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

ადვოკატის თქმით, თუ მივყვებით დეტალურად ამირხანაშვილის ეტაპობრივი გამოკითხვის ოქმებს, ცალსახად დგინდება, რომ სახეზე გვაქვს არსებითი წინააღმდეგობები.

ვრცელდება გიორგი შაქარაშვილის საქმის “ოქ­როს მოწ­მის” გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ბოლო ჩვე­ნე­ბა ვრცელდება, რომელსაც პროკურატურას აქამდე არ გაუსაჯაროვებია. ოქ­როს მოწ­მე „ტო­ი­ო­ტა კამ­რი­ში“ გამარ­თუ­ლ საუბარს დე­ტა­ლურად იხსენებს. 

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი მაშველებმა 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.  საქმეზე 17 პირი პატიმრობაში იმყოფება. პირველ ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

იტვირთბა....