თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ქვეყანაში გამოვლენილი ოთხი პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერს უკავშირდება, ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია ოკუპირებული აფხაზეთიდან. სამი შემთხვევა შემოტანილია. აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე კი ეპიდკვლევა გრძელდება წყაროს და კონტაქტების მოსაძიებლად.
ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის სულ 1370 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 1108 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.