აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ გასაშლელი საწოლები სწორედ მათი მოთხოვნით მიიტანეს “რუსთავი 2”-ის ტერიტორიაზე. ლეიბები და ღამის გათევისთვის საჭირო ნივთები ტელეკომპანიის ეზოში, კარვებში დააწყვეს. აქციის მონაწილეები და “თავისუფალი ზონის” წევრები აცხადებენ, რომ ღამის გათევისთვის საჭირო ნივთები მათ რუსთავი 2-ის დასაცავად მოქალაქეებმა მიაწოდეს.
“მე ვაპირებ დავიცვა “რუსთავი 2″ და გავათენო ღამე მანამდე, სანამ ტელეკომპანია უსაფრთხოდ არ იქნება. აქ არის მოტანილი 25-მდე საწოლი და ლეიბი და შესაძლოა კიდევ მოიტანონ”, – განაცხადა “თავისუფალი ზონის” წევრმა ბექა გოჩიაშვილმა.