ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბათუმში, სავალუტო ჯიხურის მეპატრონე დაჭრეს

ბათუმში სავალუტო ჯიხურის მეპატრონეს თავისა და სახის არეში ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.

ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....