ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის ტესტირება 163-მა ადამიანმა გაიარა. კორონავირუსი 19 ადამიანს დაუდასტურდა.

19 აგვისტოს მონაცემებით, გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსი სულ 221 ადამიანს დაუდასტურდა.  80 ადამიანი უკვე განიკურნა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

იტვირთბა....