ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ოპოზიური პარტიების შეკრებაზე ისედაც ძალიან მიჭირდა სიარული” – რაზე საუბრობს ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” თავჯდომარის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების შეკრებებზე სიარული მისთვის რთული იყო, რადგან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მისთვის სხვა ადამიანებთან ასოცირდებიან. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ საბურთალოს ოლქში საერთო კანდიდატად ირაკლი ოქრუაშვილი დაასახელა, ის მაინც იბრძოლებს არჩევნებში მოგებისთვის

„ოპოზიური პარტიების შეკრებაზე ისედაც ძალიან მიჭირდა სიარული. იქ არის წარმოდგენილი პუტინი ბურჯანაძის სახით, იქ არის წარმოდგენილი ქვეყნის გამპარტახებელი და დამაქცეველი ვანო ჩხარტიშვილი თავისი სიძით, რომელიც ვითომ ოპოზიციონერია, გიორგი ვაშაძით, იქ არის წარმოდგენილი ქართული ოცნება ბოკერიას სახით” – თქვა ელისაშვილმა.

 

 

იტვირთბა....