“მოხდა მშობლების დნმ-ის ანალიზის აღება. რომელსაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის დნმ-ს შეადარებენ. ახლა იწყება გამოძიება. ამ ერთი თვის განმავლობაში რა ზიანიც მიადგა გამოძიებას, და რაც დააკლდა გამოძიებას, პასუხისმგებლობაც მაგათზე იქნება, რომ ყველაფერი გამოსწორდეს და დაგვიანების შედეგად ყველაფერი აღმოიფხვრას.”
მიხეილ რამიშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.