ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ხვალ გავდივართ შემთხვევის ადგილზე, სადაც ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს” – რამიშვილი

“დღეს მოხდა მშობლებისთვის დნმ-ის აღება, ამავდროულად დაიგეგმა ხვალინდელი დღე. ხვალ გავდივართ შემთხვევის ადგილზე, სადაც ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს და დღის განმავლობაში, როგორც ექსპერიმენტი დაიწყება, აგრეთვე ვბრუნდებით ქალაქის პროკურატურაში, სადაც მოხდება, როგორც სათვალთვალო კამერების გარკვეული ჩანაწერების ნახვა, ასევე საქმის მასალების გაცნობა.”

მიხეილ რამიშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....