“ერთმანეთი არ ვლანძღოთ, განა რომელიმე პარტიისკენ მოგიწოდებთ? ვინც ილანძღება, ჩემთვის ყველა მიუღებელია. მე თუ შევიგინები და ჩემზე წლები ლაპარაკობენ, მეუფემ შეიგინა და ცუდი ქნა, ყოველ დღე იგინებიან. იქნებ მე ჩემი მაგალითით გაჩვენებთ, როგორ არ უნდა მოიქცეთ. შეიძლება მთელი წელი ერთმანეთს ვაგინებდეთ? პატარაა საქართველო და ყველა ყველას ნათესავია. ნუ იქნება მეგობარი და ნათესავი, ჩვენი მოქალაქეა და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.”
მეუფე იაკობი – ბოდბელი ეპისკოპოსი
ამის შესახებ ეუფე იაკობმა ანაგის ფერისცვალების სახელობის ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.
მეუფის თქმით, , საქართველოში არჩევნებზე იმდენს არ ფიქრობენ, რამდენადაც მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთს ლანძღავენ.