ახალი ამბები მთავარი ციტატა

“აჭარა და გურია არ უნდა მოხვდნენ ჩაკეტილი რეგიონების ჩამონათვალში” – ეკატერინე ტიკარაძე

“ეპიდსიტუაცია საყურადღებოა იმ კუთხით, რომ ყველამ ვიცით, გვაქვს კარგად განვითარებული შიდა ტურიზმი და შესაბამისად ჩვენი მოსახლეობის ნაკადი არის ზღვისპირეთში. აუცილებელია, რომ ეს გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ არ მოხდეს ლოკალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება და აჭარა და გურია არ მოხვდეს რეგიონების იმ ჩამონათვალში, რომლების ჩაკეტვაც მოხდა.”

ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი

მინისტრის განცხადებით, მოხდება სავალდებულო ტესტირება ყველა იმ თანამშრომლის, სადაც არის ძალიან დიდი ტურისტული ნაკადი და შეიქმნება პირობები, სადაც მოქალაქეები, რომლებიც დღესდღეობით ისვენებენ ზღვაზე, ექნებათ გარკვეული ტესტირების საშუალებები. მისივე თქმით, ამისათვის შეიქმნება დამატებითი ლოკაციები.

იტვირთბა....