საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა “ფეისბუქის” ოფიციალურ ვებგვერდზე მიმართვა გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრის მიერ ნაცმოძრობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება:
“ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა თუ ოპოზიციონერმა, ცალსახად და უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ:
ა) ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე;
ბ) ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს, პოლიციის და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებისადმი.
მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ჩემი მხრიდან თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის” – წერია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ეს მიმართვა, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის. დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ნაციონალურმა მოძრაობამ მადლობა უნდა მოიხადოს იმისთვის, რომ ხალხმა ამ 3 წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება გავრცელებულ ვიდეოებში“.