“რაც შეეხება ამომრჩევლებს, ქუჩის ბიჭები ყოველთვის მხარს მმართველ პარტიას უჭერენ. ამას ახერხებდა სააკაშვილიც. მაშინ, მათთან თანამშრომლობდნენ და აკონტროლებდნენ კიდეც. ახლა, მთავრობას მათი კონტროლი ხელიდან გაექცათ და მათი ბადე გაიზარდა, რაც სახელმწიფოსთვის რა თქმა უნდა, საშიშია.
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
“პრაიმტაიმი”
გია ხუხაშვილმა დიდუბე-ჩუღურეთის ოლქსი მაჟორიტარობოს კანდიდატებიც შეაფასა. ანალირიკოსის შეფასებით, “დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ზურა ჯაფარიძე და გია ვოლსკი – ერთი ღრმა წარსულია, მეორე – ჯერ არ დამდგარი მომავალი.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია დღეს საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა. დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ “ქართული ოცნებიდან” გია ვოლსკი, “ლელოდან” ლევან სამუშია, “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსიდან” გედევან ფოფხაძე, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე და მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე.