ახალი ამბები

“აუცილებელია ქვეყანაში კრიტიკული მედიასაშუალება არსებობდეს”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე , ანა ნაცვლიშვილი “რუსთავი 2-ს” სოლიდარობას უცხადებს.

“ჩვენი მონიტორი არის დარბაზში, ჩვენ ყველა სხდომას დავაკვირდებით, იმიტომ, რომ წმინდა სამართლებრივადაც შევაფასოთ ეს დავა. თუმცა, ეს ის შემთხვევაა როდესაც შეფასებას განსაზღვრავს,  არამხოლოდ ის, რა ხდება სასამართლო დარბაზის შიგნით, არამედ  ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რა ხდება სასამართლო დარბაზის გარეთ. მე სრულიად შეშფოთებული ვარ იმ განცხადების შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ გააკეთა მისი პირადი ცხოვრების კონტროლის თაობაზე,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ,რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. რუსთავი 2-ის ადვოკატები დღეს მეოთხედ დააყენებენ მოსამართლის აცილების შუამდგომლობას. ისინი პროცესზე წარადგენენ იმ ახალ გარემოებებს, რომლითაც საფუძველზეც ითხოვენ თამაზ ურთმელიძის აცილებას.

პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში რუსთავი ორის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

 

 

 

იტვირთბა....