ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ბათუმის ბულვარში განთავსდება კარვები, სადაც დამსვენებლები კორონავირუსზე ნებაყოფლობითი ტესტირების გავლას შეძლებენ

აავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმის ბულვარში განტავსდება კარვები, სადაც დამსვენებლებს ნებაყოფლობითი კორონავირუსზე ტესტირების გავლას შესთავაზებენ. ამის შესახებ ამირან გამყრელიემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამრელიზემ აღნიშნა, ტურისტები შემოდიან ქვეყანაში და მაქსიმალურად უნდა მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია.

“ვმუშაობთ საკითხზე, რომ თვითონ ბათუმის ბულვარში ორი კარავი დაიდგას და ნებაყოფლობით ადამიანებს შევთავაზოთ ტესტირება. ზოგადად მეტი ყურადღება გვჭირდება. აქტიურია ტურიზმის სეზონი აჭარაში, ასევე აქტიურია სხვა ჩვენთვის მიმზიდველ ტურისტულ რეგიონებში და რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებები ყველგან უნდა გავატაროთ.

მისივე თქმით, აჭარის რეგიონში ძირითადად ქობულეთსა და ბათუმში, მოხდება ღამის კლუბების, ბუნგალოებისა და იქ მომუშავების პერსონალის რაოდენობის განსაზღვრა და მათი სავალდებულო ტესტირება დაიწყება.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ქობულეთში კორონავირუსით 5 ადამიანი დაინფიცირდა. მტავრობის ინფორმაციით, ამ დროისთვის შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

 

იტვირთბა....