ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოში 10 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია” – ამირან გამყრელიძე

“ამჟამად 10 ადამიანის ინფიცირების წყაროა უცნობი” – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით ინფიცირებული 10 ახალი პაციენტიდან ერთი არის „ლენჯერის კლასტერი“, 4 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 შემოტანილი შემთხვევა, 3-ის წყარო უცნობია და წყაროს დადგენის თვალსაზრისით კვლევა გრძელდება.

იტვირთბა....