ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთვევებიდან 3-ის წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ინფირირებსი ახალი შემტხვევეჯიდან ერთი „ლენჯერის კლასტერს“ უკავშირდება, 4 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 2 შემოტანილი შემთხვევაა, 3-ის წყარო კი უცნობია.

ეზიგბაიას განცხადებით, წყაროს დადგენის თვალსაზრისით ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს გამოჯანმრთელებული პაციენტი არ არის. მისი თქმით, კრიტიკულად მძიმეა 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 361 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 098-ს შეადგენს.

იტვირთბა....