ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კიდევ 5 კოვიდინფიცირებული – ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ იმატა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა. თითოეული მათგანის კონტაქტები უკვე დადგენილია.

საავადმყოფო ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში 38 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, კლინიკაში 6 არასრულწლოვანი მკურნალობს. მათ შორის არის ერთი წლის პაციენტიც. მარინე ენდელაძის განმარტებით, მცირეწლოვანს გართულებები არ აღენიშნება.

კლინიკაში მსუბუქი და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებიც განაგრძობენ მკურნალობას, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში სტაბილური და დამაიმედებელია. რამდენიმე რეტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი და კლინიკას კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებული ეყოლება.

0
იტვირთბა....