ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს საზღვრების გახსნის გადაწევის ფაქტს ეხმაურება.
„საქართველო და მთელი ცივილიზებული სამყარო ალბათ იქნება კომენტარი, „მაგიტომაც არიან კარგ დღეში“ „სამაგიეროდ შეხედეთ ჩვენ სტატისტიკას“ ჩვენ ნამდვილად ეფექტური სტატისტიკა გვაქვს, რაც, ქების მიზეზი არაერთხელ გამხდარა მაგრამ..
იყო ასეთი იძულებითი ერთობა საბჭოთა კავშირი. საიდანაც ვერავინ გადიოდა გარეთ. თუ გადიოდა უშიშროების თანამშრომელი მიყვებოდა ყველა დელეგაციას და ისიც ერთეულებს ჰქონდათ ამის საშუალება.
„მუშათა კლასს“ არ ჰქონდა უფლება ევროპა ენახა. მოსკოვები რამდენიც გინდა. მგონი მაქეთ მივდივართ მეგობრებო. იაფი ფრენები აღარაა, რაც ნიშნავს იმას რომ სტუდენტები, მიმტანობით დაზოგილი თანხით, ქვეყნიდან ვერ გავლენ.
7 ათას ლარიან ბილეთებს ისევ მთავრობის წევრები თუ იყიდიან და აირზენას ბილეთებიც ვერ იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის. პირველ ოქტომბრამდე ქვეყნის ისევ ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ცხვრები ვართ და ხელისუფლებას კომბალიც კი არ სჭირდება, რომ საითაც უნდა, იქეთ მიგვრეკოს“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.