ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პანკისის ხეობაში მოქალაქეები შორტების ჩაცმის გამო სცემეს

პანკისის ხეობაში, სოფელ ყვარელწყალთან მოქალაქეები ქუჩაში შორტებით გადაადგილების გამო სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, გელა წელაურსა და მის 16 წლის შვილს დაზიანებები ამ დროისთვის უცნობმა პირებმა მიაყენეს. შემთხვევა 8 აგვისტოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....