ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძის და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ცხედრებს ვიზუალური დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ

გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძის და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ცხედრებს ვიზუალური დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ – ამის შესახებ, გარდაცვლილი ბაია ბერუაშვილის მეგობარმა “კვირის პალიტრასთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც ბერუაშვილის მეგობარი აცხადებს, ოჯახის ახლობლები უბედურ შემთხვევას განიხილავენ. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ბაია დაბალი მოაჯირიდან მტკვარში გადავარდა და შემდეგ, მისი გადარჩენა გიორგი შალამბერიძემ სცადა.

ბაია ბერუაშვილის ცხედარს ექსპერტიზის ბიუროდან თერჯოლაში, სოფელ ეწერში გადაასვენებენ, ხოლო გიორგი შალამბერიძე თბილისში, საკუთარ სახლში მიასვენეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 15 აგვისტოს გაუჩინარდნენ. მათი კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან დაიკარგა.

სამუშაო ადგილი ახალგაზრდებმა დილის 5:00 საათზე დატოვეს, ისინი შენობიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე გავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეტყობინება საღამოს 21:00 საათზე შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელებმა, მტკვარზე ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუსის” ბარიდან დაკარგული ორივე ახალგაზრდის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....