ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბაუჰაუსში” კრიმინალისტებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს

“ბაუჰაუსში”, სადაც დაღუპული ორი ახალგაზრდა, ბაია ბერუაშვილი და გიორგი შალამბერიძე მუშაობდა, კრიმინალისტებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

სპეციალისტებმა შემთხვევის ადგილიც დაათვალიერეს.

“ბაუჰაუსის” თანამშრომლების გარდაცვალების საბოლოო მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 15 აგვისტოს გაუჩინარდნენ. მათი კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან დაიკარგა.

სამუშაო ადგილი ახალგაზრდებმა დილის 5:00 საათზე დატოვეს, ისინი შენობიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე გავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეტყობინება საღამოს 21:00 საათზე შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელებმა, მტკვარზე ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუსის” ბარიდან დაკარგული ორივე ახალგაზრდის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....