ახალი ამბები მთავარი ციტატა

“პირველად საქართველოს ისტორიაში 30-მა პარტიამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომ ერთმანეთის ხმებს დაიცავენ” – ბურჯანაძე

“ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მინიმუმ კოორდინირება შენარჩუნებულია, არ არის წინააღმდეგობა და საერთო კანდიდატები ოპოზიციამ თბილისი ყველა ოლქში დააყენა. ეს ნიშნავს, რომ იქნება მართლაც თანამშრომლობა, რათა „ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლოს მაჟორიტარული ოლქების მოგება. ოქრუაშვილი და ჯაფარიძე საერთო კანდიდატია, რაც ნიშნავს, რომ ამ კანდიდატებს ჩვენ მხარს ვუჭერთ. ასევე, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ შესრულდეს ის ღირსეული გადაწყვეტილება, რომელიც უპრეცედენტოა. ეს არის ოპოზიციის ხმების დაცვის დეკლარაცია. პირველად საქართველოს ისტორიაში 30-მა პარტიამ ხელი მოაწერა, რომ ერთმანეთის ხმებს დაიცავენ. არა მხოლოდ საკუთარი პარტიის, არამედ ერთმანეთის.”

ნინო ბურჯანაძე – “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა” 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების ურთიერთდაცვის შესახებ დეკლარაცია მიიღეს. 

იტვირთბა....