„ხელისუფლების ყიჟინა, რომ ოპოზიცია დაიშალა, დახოცეს ერთმანეთი და ვერაფერი ვერ მოილაპარაკეს, არის ტყუილი და ამაში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით.”
ნინო ბურჯანაძე – ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია დღეს საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა. საბურთალოზე გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.