aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გიორგიმ გოგონას გა­დარ­ჩე­ნა სცა­და” – ახლობლების ვერსია ორი ახალგაზრდის დაღუპვის შესახებ

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაღუპული ბაია ბერუაშვილის ოჯახის ახლობლების ვერსიით, ახალგაზრდები სამსახურიდან ჰა­ერ­ზე გა­ვიდ­ნენ, მტკვრის მო­ა­ჯირ­ზე ის­ხდნენ და მდი­ნა­რე­ში იქი­დან გა­და­ვარ­დნენ.

როგორც ახლობლები ვარაუდობენ, მო­ა­ჯი­რი­დან ჯერ ბაია გა­და­ვარ­და, მას გი­ორ­გიც გა­დაჰ­ყვა და გოგონას გა­დარ­ჩე­ნა სცა­და, მაგ­რამ დი­ნე­ბამ ორი­ვე წა­ი­ღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ვერსიაზე მუშაობს გამოძიებაც.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 15 აგვისტოს გაუჩინარდნენ. მათი კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან დაიკარგა.

სამუშაო ადგილი ახალგაზრდებმა დილის 5:00 საათზე დატოვეს, ისინი შენობიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე გავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეტყობინება საღამოს 21:00 საათზე შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელებმა, მტკვარზე ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუსის” ბარიდან დაკარგული ორივე ახალგაზრდის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....