aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე ეს ახალგაზრდები ვნახე პეკინზე” – ვინ და რა ვითარებაში ნახა Bauhaus-ის თანამშრომლები გაუჩინარების წინა დღეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბარ Bauhaus-ის გაუჩინარებულ და გარდაცვლილ თანამშრომლებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ დაღუპულები ერთი დღით ადრე თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შენიშნა.

მისივე თქმით, ახალგაზრდებს ბედნიერი სახეები ჰქონდათ და გოგონას ხელში დიდი პლაკატი ეჭირა.

„მე ეს ახალგაზრდები ვნახე პეკინზე, საბურთალოს ქუჩაზე რომ გადავდიოდი, მანქანით ვმოძრაობდი. ხელში დიდი პლაკატი ეჭირა გოგონას წარწერით – ვაგროვებ სტუდენტურ გადასახადსო. ჩვენ მანქანიდან ვუთხარით, მე და ჩემმა დაქალმა, რომ ბარათზე გვაქვს თანხა, თორემ აუცილებლად  დავეხმარებოდით. ძალიან საყვარლები იყვნენ და ჩვენი ყურადღება მიიქციეს. ეს იყო გუშინ (14აგვისტო) საღამოს, 19:00 საათისკენ სადღაც… ანუ 14 აგვისტოს, თან ჩემს დაქალს ისიც ვუთხარი – რა საყვარლები არიან, თან ასე რომ აგროვებენ სწავლის ფულს-მეთქი. არ მჯერა, სადმე იქნებიან, ალბათ. მათ ბედნიერი, გაბადრული სახეები ჰქონდათ ნამდვილად და გოგონას ხელში დიდი პლაკატი ეჭირა.” – წერს მომხმარებელი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 15 აგვისტოს გაუჩინარდნენ. მათი კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან დაიკარგა.

სამუშაო ადგილი ახალგაზრდებმა დილის 5:00 საათზე დატოვეს, ისინი შენობიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე გავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეტყობინება საღამოს 21:00 საათზე შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელებმა, მტკვარზე ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუსის” ბარიდან დაკარგული ორივე ახალგაზრდის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....