ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ „მთავარი არხის“ ეთერში გაასაჯაროვა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის წერილი, რომელიც, მისი თქმით, ოჯახის ახლობელმა გადასცა.
წერილი მართლაც თამარს ეკუთვნის და ამას ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილიც ადასტურებს.
„ხანდახან ჩვენ ვტირით, ვწუწუნებთ, რომ არ გვაქვს ახალი, ლამაზი სამოსი, მათ კი უბრალოდ არ აქვთ სამოსი, არ გვყავს მდიდარი მშობლები, ისინი კი მზად არიან გაიღონ ყველაფერი, რომ მშობლები ჰყავდეთ… აი, ეს არის წუთისოფელი“ – წერია თამარის წერილში.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.