ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

(ფოტო) “მე ხომ ერთი წუთითაც კი არ მიფიქრია ცუდზე, მაგრამ მაინც ასე მოხდა” – ბაია ბერუაშვილის მეგობარი

მდინარე მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალის ბაია ბერუაშვილის მეგობარი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“როგორ დავიჯერო? რანაირად შეიძლება ეს სიმართლე იყოს,რეალობა იყოს? მე ხომ ერთი წუთითაც კი არ მიფიქრია ცუდზე,მაგრამ მაინც ასე მოხდა…
ეს ჩვენი ხუთეულია,საუკეთესო რამ რაც უნივერსიტეტმა თითოეულს მოგვცა. ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე,ჩვენ ვიცოცხლებთ და ბაიაც ცოცხალი იქნება ჩვენთან ერთად” – წერს მარიამ ჩოხელი “ფეისბუქზე.”

ცნობისათვის, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 3 დღის წინ გაუჩინარდნენ. მათი კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან დაიკარგა.

სამუშაო ადგილი ახალგაზრდებმა 15 აგვისტოს დილის 5:00 საათზე დატოვეს, ისინი შენობიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე გავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეტყობინება საღამოს 21:00 საათზე შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელებმა, მტკვარზე ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუსის” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი 17 აგვისტოს იპოვეს, დღესვე მტკვარში, ნაპოვნი იქნა გიორგი შალამბერიძის ცხედარიც.

იტვირთბა....