მთავარი ციტატა

“ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ბელარუსმა თავისი პიზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არ შეცვალოს”- ვოლსკი

“რუსულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამთავრობო თვითმფრინავი ჩაფრინდა მინსკში, რამაც საფუძველი დაუდო ჩვენი ოპონენტების განცხადებებს, რომ რაღაც საიდუმლო რეისი შესრულდა. არაკომპეტენტურობასთან ერთად ეს მავნებლობაცაა. ჯერ ერთი, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და მეორე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განმეორებითი ფაქტია…  განსაკუთრებული მნიშვნელობის პროცესები მიმდინარეობს, ვინაიდან იცით, ბელარუსის პოზიცია, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს. განსაკუთრებული მნიშვნელობის პროცესები მიმდინარეობს, ვინაიდან იცით, ბელარუსის პოზიცია, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ბელარუსმა თავისი პიზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არ შეცვალოს.”

 

გია ვოლსკი – ვიცე-სპიკერი

აღნიშნულით გია ვოლსკი საქართველოდან ბელარუსში განხორციელებულ ფრენას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, საქართველოდან 16 აგვისტოს ბელარუსში ფრენა განხორციელდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვალერი კვარაცხელია 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში და ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.  მას შემდეგ რაც ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე. დღეს კ ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში უწყვეტი საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის მთავრობა გადადგა.

 

იტვირთბა....