ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ათენში დაკავებულ ქართველ, ე.წ. კანონიერ ქურდს “რუსული მაფიის ლიდერი” უწოდეს: საბერძნეთში 100-მდე ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდია

ესპანეთის მთავრობის ინიციატივით, საბერძნეთში დააკავეს ქართველი, ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლის ვინაობა არ სახელდება. ამის მიზეზად ადგილობრივი პრესა იმას ასახელებს, რომ მას თან ჰქონდა საქართველოს მოქალაქის ყალბი პასპორტი შეცვლილი სახელითა და გვარით. “რუსული მაფიის ლიდერი” – ასე მოიხსენიებენ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.

კრიმინალური სამყაროს ლიდერი რამდენიმე დღის წინ საბერძნეთში, ერთ-ერთ ფეშენებელურ სახლში დააკავეს და როგორც ადგილობრივი სამართალდამცველები აცხადებენ, მას აღმოუჩინეს იარაღი და ცრემლსადენი გაზის ბალონი.

როგორც ირკვევა, დაკავებულს ესპანეთის მთავრობა ფულის გათეთრებას, იარაღის უკანონო ტარებას და დოკუმენტაციის გაყალბებას ედავება.

გამოცემა La Stamp-ის ინფორმაციით, საბერძნეთში უკვე 100-მდე ქართველი, ე.წ. კანონიერი ქურდი ცხოვრობს. თითოეულ მათგანს 20-მდე ქვეშევრდომი ჰყავს, ანუ ათასობით კრიმინალს გადანაწილებული აქვს გავლენები არა მარტო საბერძნეთში, არამედ მთლიანად ევროპაში.

იტვირთბა....