ბოლო 24 საათის განმავლობაში, ე.წ. “ქობულეთის კლასტერიდან”, კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა რომელიც კაფე “ჰავანას” უკავშირდება.
ამ შემთხვევიდან ჯამში 5 მოქალაქეა ინფიცირებული. ეპიდემიოლოგიურად მოკვლეულია და კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე.
PCR ტესტირებისთვის სინჯები აღებული აქვს დამატებით 110 პირს, კვლევის პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.