ახალი ამბები მთავარი ციტატა

“კომპიუტერი ვერ გახსნეს, მაგრამ გახსნეს “ფლეშკა” – სად არის ბაჩალიაშვილის დაკარგული მეხსიერების ბარათი

“თუ “ფლეშკა” არ აღმოჩნდა მანქანაში, არც იმ ნივთებში, რომლებიც თან ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილს მანქანაში, გამოდის, რომ “ფლეშკა” ან წაღებულია, ან არის სხვა ადგილას. შესაძლოა ის თან ახლდა კომპიუტერს, რომელიც გადაიტანეს პოლიციაში. კომპიუტერი ვერ გახსენს, მაგრამ გახსნეს მეხსიერების ბარათი და იქ აღმოაჩინეს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი იყო შარში.”

გიორგი კაპანაძე – ჟურნალისტი.

ამის  შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....