ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მინდა ეთერში სადებატოდ მოვიწვიო “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” – ნიკა გვარამია

“მინდა ეთერში სადებატოდ მოვიწვიო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement და ევროპული საქართველო. თემა: რ2ის ეთერში გაკეთებული დავით ბაქრაძის განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით და ამას მოყოლილი რეაქციები ორივე პარტიის წევრების და მომხრეების მხრიდან. იმედს ვიტოვებ, დებატები შედგება. არგუმენტი, რომ შექმნილ ვითარებაში ოპოზიციური პარტიების დაპირისპირება არამიზანშეწონილია, არ მიმაჩნია ვალიდურად. დაპირისპირება უკვე მიმდინარეობს და დებატები, ჩემი აზრით, უფრო მეტ სიცხადეს შესძენს ვითარებას. ეთერი ბოლობოლო იმაზე შეთანხმებით მაინც დასრულდება, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ და საკუთარ აზრზე დარჩნენ.”

ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” დამფუძნებელი.

სოციალური ქსელი.

იტვირთბა....