ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ დემონსტრაციები განახლდა.
ბელარუსის დედაქალაქში ათასობით ადამიანი მონაწილეობს მსვლელობაში „მარში თავისუფლებისთვის“.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელი სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ.
შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები ბელარუსში ერთი კვირაა იმართება. დემონსტრანტები პრეზიდენტ ლუკაშენკოს 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.