ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“წავალთ არჩევნებზე, დავიღუპებით და სწორედ ეს სურთ იქ, საზღვარგარეთ” – ლუკაშენკო

“წავალთ არჩევნებზე, დავიღუპებით და სწორედ ეს სურთ იქ, საზღვარგარეთ. ვის სურს ახალი არჩევნები, ფანჯრიდან გაიხედეთ, ნატო-ს ჯარი დგას ჩვენს საზღვრებთან”, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

როგორც ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, არჩევნები შედგა და არ შეიძლება, 80%-ზე მეტი იყოს ფალსიფიცირებული.

„ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, უკრაინა ჩვენ ახალი არჩევნების ჩატარებას გვიბრძანებენ​. თუ მათ ნებას გავყვებით, ვერასდროს დავასტაბილურებთ ჩვენს ხომალდს. ჩვენ არ გვჭირდება საზღვარგარეთული მთავრობები, ჩვენ საკუთარი გვჭირდება. ჩვენ ახალ ხელისუფლებას, გვთავაზობენ, გვთავაზობენ ნატო-ს ჯარისკაცებს, შავკანიანებს, ყვითელპირებს და ქერებს.

კი, ჩვენ მკაცრი კურსი გავაგრძელეთ. დიახ, ვიღაცას ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, თუმცა 90-იანი წლებში დავამტკიცეთ ეს ხელისუფლება, მაში, როდესაც ახალი კონსტიტუცია მივიღეთ. თქვენ მაშინ წესრიგის დამყარებას ითხოვდით – მე ის დავამყარე! თქვენ ითხოვდით, კორუფციისა და ოლიგარქების გარეშე. სად არიან ეს ოლიგარქები? თქვენ ითხოვდით, მინსკის ქუჩების ბანდიტებისგან გაწმენდას. მე ეს გავაკეთე“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....