ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირებულთაგან ორი ქობულეთის კაფე „ჰავანას“ თანამშრომელია, ორი კი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ცნობით, ქობულეთში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ჯამში, ბათუმის კოვიდცენტრში 23 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 336 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი კვლავ 1088 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი.

იტვირთბა....