საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 336 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, კვლავ 1088 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.