ახალი ამბები მთავარი სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საგანგებო განცხადებას აკეთებს

“სულ შემთხვევით აღმოუჩენია მწყემსს და 18 ივლისიდან ავტომობილი თურმე იდგა იქ, დრონის მიერ მიმდინარეობდა თურმე იმ ადგილის დათვალიერება. მთელი 5 დღის განმავლობაში თურმე არანაირად შემხებლობა არ ყოფილა”, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ოჯახის საგანგებო განცხადებისას აღნიშნა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, 5 დღის განმავლობაში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი ნამდვილად არ მდგარა იქ, სადაც იპოვეს.

“1 თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით, იქ თავმოყრილი იყვნენ პოლიციელები და არანაირად არ აძლევდნენ საშუალებას, რომ რაღაც საწინააღმდეგო დაფიქსირებულიყო. დავრწმუნდი, რომ აბსოლუტურად არის სრული სიცრუე და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ არანაირად მანქანა 5 დღე იქ არ მდგარა.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მაცხოვრებლებზე არის ძალიან დიდი ზეწოლა არის, ჰყავთ ტერორის ქვეშ, მაგრამ აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც მართლა ივაჟკაცა და 3 დღის ჩანაწერები გააკეთა, თუ როგორ დიდი რაოდენობის ნახირი გადაადგილება, ნახირს თავისი მწყემსი და ძაღლი ჰყავდს და შემიძლია გითხრათ, რომ იქ ავტომობილი არ დგას. უკვე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არანაირ თვითმკვლელობაზე აღარ არის საუბარი.

იქ ნახირის გადასვლა ხდებოდა. მტკიცება იმისა,რომ იქ ავტომობილი იდგა და ვერავინ ვერ ნახავდა, არის აბსურდი”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე იგი ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემას მოითხოვს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უკვე მესამედ ორშაბათს შეხვდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ აუდიენციის ფარგლებში გააცნობენ ოჯახს სოციალურ ქსელებიდან აღდგენილ მასალებს, რაც გამოძიებამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....