“რაც შეეხება რეზოლუციას, ამ რეზოლუციაში ჩადებული იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერები ჩვენი გრძელვადიანი ინტერესების დასაცავად. მათ შორის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად და უბრალოდ, ძალიან უხერხულია, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც თანაბრად აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფოსა და ვლადიმერ პუტინის რეჟიმს 2008 წლის ომზე და რომელიც საუბრობს ზუსტად რუსული პროპაგანდის გზავნილებით 2008 წლის ომის თაობაზე, დღეს ვინმესკენ იშვერს ხელს, რომ რაიმე შეცდომა იყო ჩადენილი ამ რეზოლუციის მიღების დროს. ეს იყო ძალიან რთული კომპრომისის შედეგად მიღწეული ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი ჩვენთვის.”
სალომე სამადაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
სამადაშვილი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.