„დავით ბაქრაძე და „ნაცსექტის“ ანასხლეტები სრულიად აბსურდულ და არარელევანტურ განცხადებებს აკეთებენ: რატომ დაუჭირეს თურმე მხარი 2008 წლის კონფლიქტის დასრულებიდან ძალიან მალევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას, რომლის შესაბამისად, ქართული მხარე დადანაშაულებულია ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ჭურვებით დაბომბვაში?! თურმე იმიტომ იქ, იმ რეზოლუციაში რუსეთს ოკუპანტის სტატუსი მინიჭებია! დავით ბაქრაძის ცინიზმს და უპასუხისმგებლობას დანაშაულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.”
დავით მათიკაშვილი – საპარლამენტო იუმრავლესობის წევრი
ამის შესახებ მათიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
იგი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც 2008 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელის მოწერა კომპრომისი იყო.