ახალი ამბები მთავარი სამართალი

საქართველოს მოქალაქე კარანტინის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

მოქალაქე ნატალია ფარცხალაძემ  დღეს, 14 აგვისტოს, კარანტინის გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

ნატალია ფარცხალაძე Facebook-ის გვერდზე საჯაროდ წერს, რომ თვითიზოლაციისა და PCR ტესტის საკუთარი ხარჯით გაკეთება არ განიხილეს.

“8 აგვისტოს საფრანგეთიდან Air France-ის რეგულარული რეისით დავბრუნდი სამშობლოში და განსხვავებით იმავე ქვეყნიდან შემოსული საფრანგეთის მოქალაქეებისა და იქ ბინადრობის უფლების მქონე პირებისგან, პატრულის ესკორტით, სპეციალური ავტობუსით, როგორც დამნაშავე გადამიყვანეს 14 დღიან იძულებით პატიმრობაში”, – წერს ნატალია ფარცხალაძე ფეისბუქზე.

იტვირთბა....