ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შაქარაშვილი ორჯერ მოხვდა წყალში, ერთი, როდესაც გონზე იყო, ხოლო მეორედ, როდესაც მიიტანეს…” – დამოუკიდებელი ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე

“მე ვერ ვიტყვი ვინ ჩაიდინა დანაშაული ექსპერტიზიდან გამომდინარე, თუმცა საქმის დასკვნები საუბრობს მხოლოდ საქმის გარემოებაზე. ის პრაქტიკულად ორჯერ ჯერ მოხვდა წყალში…  ერთი, როდესაც გონზე იყო, ხოლო მეორედ, როდესაც მიიტანეს და აქ დადეს.”

გალინა კარმუშინა – დამოუკიდებელი ექსპერტი

“მთავარი არხი”

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....