“თუ კორონავირუსს არ გავაკონტროლებთ და ქვეყანას ფრთხილად არ გავხსნით, გამანადგურებელ შედეგებს მივიღებთ. თუ ფიქრობთ, რომ ბიოლოგიის უგულებელყოფა შეგვიძლია და ეკონომიკას დავიბრუნებთ, ეს უბრალოდ არ მოხდება. ორივე ერთდროულად უნდა მოხდეს. კონტროლი უნდა დავამყაროთ ბიოლოგიაზე და ამასთანავე ფრთხილად გავხსნათ ქვეყანა.”
ენტონი ფაუჩი – აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი
ცნობისთვის, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 5 248 854 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 167 110 ადამიანი გარდაიცვალა.