ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვი­პო­ვე ბიჭი, რო­მე­ლიც ყვიროდა აუ­ცი­ლებ­ლად გა­მიყ­ვა­ნეთ აქე­და­ნო” – თვითმხილველი ბათუმის საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე

ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თვითმხილველი აცხადებს, რომ 27 წლის მამაკაცი, რომელიც მეოთხე სართულიდან გადახტა, მანამდე ითხოვდა სასტუმროდან გასვლაში დახმარებოდნენ.

მისივე თქმით, ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ.

“გუ­შინ ღამე გა­მაღ­ვი­ძა ვი­ღა­ცის ყვი­რილ­მა. “ყვე­ლა­ნი და­ვი­ხო­ცე­ბით, ყვე­ლა­ნი მოვ­კვდე­ბით, აქ ვერ გა­დავ­რჩე­ბით”, – ასე­თი ხმე­ბი იყო. კი ვი­ცო­დი, რომ კა­რან­ტი­ნის გამო ოთა­ხი არ უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, რომ რა­ღაც ხდე­ბო­და – ან ხან­ძა­რი იყო, ან რამე სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში.

გა­რეთ რომ გა­მო­ვე­დი, ჰოლ­ში დამ­ხვდა სის­ხლის წვე­თე­ბი. გავ­ყე­ვი კვალს და ვი­პო­ვე ბიჭი, რო­მე­ლიც იყო ერთი სარ­თუ­ლით ზე­ვით, მე­ო­თხე სარ­თულ­ზე და ყვი­რო­და – აქ ვერ გა­დავ­რჩე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მიყ­ვა­ნეთ აქე­და­ნო. მე ვთხო­ვე დამ­შვი­დე­ბუ­ლი­ყო. მან მთხო­ვა და­მე­რე­კა პატ­რუ­ლის­თვის და დავ­ხმა­რე­ბო­დი.

ამა­სო­ბა­ში, სა­ნამ ვამ­შვი­დებ­დი, ხელ­ში ეკა­ვა სა­ვარ­ძე­ლი, უბ­რა­ხუ­ნებ­და კე­დელს, არ მო­მე­კა­რო­თო, იძახ­და. სა­ნამ ვეხ­ვე­წე­ბო­დი, სკა­მი დადე-მეთ­ქი, ამ დროს პატ­რუ­ლი და კი­დევ ერთი კაცი ამო­ვი­და. ეს კა­ციც ამ ბი­ჭთან ერ­თად იყო ნო­მერ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი. ამ ბიჭს ხელი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, გაჭ­რი­ლი. რო­გორც მი­თხრა, ხელი მა­შინ და­ი­ზი­ა­ნა, როცა აკა­ვებ­და თა­ნა­მე­ო­თა­ხეს”, – აცხადებს თვითმხილველი.

შეგახსენებთ, რომ ბა­თუმ­ში, ერთ-ერთი სას­ტუმ­როს სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი 27 წლის მამაკაცი მე­ო­თხე სარ­თუ­ლი­დან გა­დახ­ტა. იგი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

იტვირთბა....