თბილისში ორი მრავალფუნქციური 41 სართულიანი ცათამბჯენი შენდება. პროექტ “აქსის თაუერსის” პროექტის პრეზენტაცია ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე ტყუპი ცათამბჯენის ტერიტორიაზე გაიმართა. მრავალფუნქციური კომპლექსი ორი 41-სართულიანი ცათამბჯენისგან შედგება. ერთ შენობაში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, მეორეში კი ძირითადად საცხოვრებელი ბინები იქნება, ასევე გასართობი და კომერციული ფართები.
“აქსის თაუერსის” პროექტს კომპანია “აქსისი” და თანაინვესტირების ფონდი ერთობლივად ახორციელებენ. მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.
პრეზენტაციას საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. პრემიერმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს კომპლექსი ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და რამდენიმე ასეული ადამიანის დასაქმებას. ღარიბაშვილის განცხადებით, პროექტის ჯამური ღირებულება 83 მილიონ დოლარ შეადგენსს.