27 ბიჭი, რომელიც ბათუმში, საკარანტინო სივრცის მეოთხე სართულიდან გადახტა, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში დილის ოთხ საათზე შეიყვანეს, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო. მათივე ცნობით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.
ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქემთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.