“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე გიორგი შაქარაშვილის ბიძის და ოჯახის ადვოკატს, მირიან ნიკოლაძეს პასუხობს. შესაბამისი განცხადება კილაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
“ქოცვაჭარმა ბიძამ პატივი დაგვდო და შაქარას საქმეში შესაძლოა ახალი ფიგურანტები გამოიკვეთოსო.
ასე მოგვყვებიან კვალდაკვალ. ბოლოს მე გადავიღებ საგამოძიებო ფილმს ამ გამოძიებაზე.
და ყველა გამყალბებელი ბრალდებულის როლში იქნება” – წერს კილაძე.
ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მირიან ნიკოლაძე გამოეხმაურა “მთავარი არხის” ეთერში გასულ გადაცემას, სადაც გვარამიამ განაცხადა, რომ 19 წლის ფეხბურთელი ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაში ექიმმა ნახა, რომელმაც დაასკვნა, რომ ის ვეღარ გადარჩებოდა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.