თამბაქოს კომპანია ”იმერი,” სიგარების ექსპორტს ჩინეთში გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორი, თამაზ თურმანიძე აღნიშნავს ჩინელი ინვესტორები ქართული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ მოეწონათ ქართული პროდუქცია და ახლა ექსპორტთან დაკავშირებული დეტალების განხილვა მიმდინარეობს. თურმანიძის განცხადებით, ქართული კომპანია მოლაპარაკებებს ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან აწარმოებს: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი და ბელორუსი.
კომპანია იმერი აჭარის რეგიონში კერძოდ ქედაში მოღვაწეობს და ყოველდლიურად რამდენიმე ათას სიგარას აწარმოებს, რომელთა ფასი 1.30 დან 32 ლარამდე მერყეობს.
სიგარების გარდა კომპანია მუშაობს თამბაქოსთან დაავშირებულ აქსესუარებზე: საფერფლე, მუშტუკი, ყუთი და სხვა.
წარმოებისთვის კომპანია თამბაქოს აჭარიდან და საქრთველოს სხვა რეგიონებიდან იღებს. 2007 წელს დაარსებულ ”იმერში” დღეს 45 ადამიანია დასაქმებული, კომპანიის მენეჯმენტი წარმოების ზრდას გეგმავს.