ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები

ადგილობრივების ინფორმაციით, კორონავირუსი მესტიაში, მუზეუმის თანამშრომლებს დაუსტურდათ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6 პირის ინფიცირების წყარო სოფელი ლენჯერია. ადგილობრივების ინფორმაციით, დღეს კოვიდ-19 მესტიაში, მუზეუმის თანამშრომლებს დაუდასტურდათ. (ლენჯერიდან დაახლოებით 3 კილომეტრში). ამის შესახებ ადგილობრივი”მეტრონომთან” აცხადებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, “მეტრონომი” დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს. კითხვაზე, დღეს დადასტურებული შემთხვევები უკავშირდება თუ არა ლენჯერს და დასრულდა თუ არა ტესტირება სოფელ ლენჯერში, გვიპასუხა:

“დიახ. ლენჯერის მოსახლეობის ტესტირება თითქმის ამოვწურეთ”- განაცხადა “მეტრონომთან” გამყრელიძემ.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

იტვირთბა....