“კითხვები ბევრია. მთავარი კითხვა იქნება, პროკურორმა ქალბატონ თეონას რატომ დაუსვა ისეთი კითხვები, რაც არ უნდა დაესვა. რაც შეეხება გამოძიებას, სრული უფლება აქვს, მრავალ ვერსიაზე იმუშავოს, მაგრამ იმუშავოს არა სიტვიერად, არამედ საქმით. ხოდა, ახლა შევაჯერებ ვინ მუშაობს სიტყვით და ვინ მუშაობს საქმით. ყველა ვერსიაზე მუშაობენ, მაგრამ საქმით საწინააღმდეგო მტკიცდება. ჩემთვის როგრც მხარისთვის მარტო, საქმით მარტო თვითმკვლელობაზე მუშაობენ.”
მიხეილ რამიშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებთან პროკურორთან შეხვედრის წინ განაცხადა.
ცნობისთვის, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა დღეს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდება. შეხვედრა გშინ საგამოძიებო უწყებაში თეონა თამაზაშვილის დაკითხვას უკავშირდება. როგორც თამზაშვილი აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნისას პროკურორ მაია გოგორელიანის მხრიდან მისი დაბულინგება ხდებოდა.